უარყოფა არ შეიძლება, სასამართლოში იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს - მოსამართლე

13.12.21 17:24
 უარყოფა არ შეიძლება, სასამართლოში იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს - მოსამართლე

ყოველთვის იყო და არის იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, ვინც სასამართლოს მართავს- ასე პასუხობს კლანზე დასმულ კითხვას  სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი.

ქეთევან  მესხიშვილი  ღიად ამბობს, რომ მოსამართლეები უნდა გაძლიერდნენ, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით დაასრულონ მანკიერი პრაქტიკა.

ეს არის იდეურად დაკავშირებული ჯგუფი, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, თუმცა, ამავდროულად ყველამ უნდა გავიაზროთ ის, რომ იდეურად დაკავშირებული ჯგუფის არსებობის საფრთხე ყველა დროში არსებობს, ამიტომაც დამოუკიდებელი სასამართლოს გზა გადის დამოუკიდებელ მოსამართლეებზე. ძლიერი, ინდივიდუალური მოსამართლეების პირობებში არც ერთ იდეურად დაკავშირებულ ჯგუფს არ აქვს გავლენა სასამართლოზე - აცხადებს ქეთი მესხიშვილი.

მოსამართლის ამ ინტერვიუს წინ უძღოდა ,,დემოკრატიის ინდექსის" ხმაური დასკვნა, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველოში მოსამართლეები განაჩენს ინდივიდუალურად ვერ წერენ და ამაში მთელი სასამართლო სისტემაა ჩართული.

გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ხშირ შემთხვევაში მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბუნდოვანია, ან პოლიტიკურადაა მოტრივირებული.  მესამე სექტორი სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილებები აუცილებლობაზე საუბრობს.