10 და 12 წლის შვილების გაუპატიურებისთვის მამა დააკავეს
უმძიმესი დანაშაული თბილისში - 10 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით ორი პირია დაკავებული.
"ტვ პირველის" ვებ-გვერდისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული გაუპატიურებული გოგონას მამაა.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სრულწლოვან კაცს დაზარალებულებთან ნაცნობობა აკავშირებს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ პირველს უთხრეს მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.