49 გარდაცვლილი და 3 988 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა

14.12.21 11:04
49 გარდაცვლილი და 3 988 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 722 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 255 კვლევა, აქედან 37 264 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 15 991​ PCR-ით. 13 დეკემბერს აიცრა 11 184 ადამიანი.