"არსებობს საფრთხე, რომ მოკლავენ" - ქართველი ჯარისკაცის თანამებრძოლები ოკუპანტების მხრიდან წამებაზე საუბრობენ

14.12.21 11:04
"არსებობს საფრთხე, რომ მოკლავენ" - ქართველი ჯარისკაცის თანამებრძოლები ოკუპანტების მხრიდან წამებაზე საუბრობენ

ქართველი ჯარისკაცი  ცხინვალის ციხეში სასტიკი წამების მსხვერპლია. რუსი ოკუპქნტების ტყვე, მამუკა ჩხიკვაძე  სასტიკად არის ნაცემი. ინფორმაციას ტვ  პირველთან მისი თანამბერძოლები ადასტურებენ. ჩხიკვაძის თანამებრძოლი, სევერიან დადეშელი არ გამორიცხავს,  რომ დეფაქტო რეჟიმმა ყოფილი ძალოვანი ტატუნაშვილის მსგავსად სასიკვდილოდ გაიმეტონ. 

დაუკავშირდნენ ტელეფონით და სავარაუდოდ, მაგრად არის ნაცემიო და არანაირი პასუხი არ გამოდის ჯერჯერობით. ამაზე უკვე დიდი რეაგირება უნდა გააკეთოს ჩვენმა ვითომ მთავრობამ, თორემ ეს მთავრობა აღარ არის, ჩვენ მთავრობა არ გვყავს. თვითონ ცხიბნვალელებმა, ოსმა და რუსმა გააკეთა ეს. ეს არის ერთობლივი საქმე. მე მოვუწოდებ ყველა ვეტერანს, საქართველოს ყველა მცხოვრებელს, რომ დადგეს ფეხზე და გამოვიდეს. ერთადერთი საფრთხეა, რომ მოკლავენ, ტატუნაშვილის გზას დააყენებენ, იმიტომ, რომ ნაბრძოლი ბიჭია და არ აპატიებენ. თვითონ პოლიცია, რომ დაგვიდგებიან აქციებზე და ბოდიში და გგვლეჯავენ, დაუდგნენ აქ, რომ წაათრიეს ვაჟკაცი და ხმა ვერ ამოიღეს, მარტო უყურებდნენ, - ამბობს სევერიან დადეშელი

35 წლის მამუკა ჩხიკვაძე რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ ნიქოზიდან 4 დღის წინ გაიტაცეს. ოჯახი ამ დრომდე ინფორმაცვიულ ვაკუუმშია.

გუშინ თავდასცვის მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჩხიკვაძის საქმეზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დააანონსა. სხდომა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი ესწრებოდნენ, შედგა, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უცნობია. საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ქართველ მძევალტან დაკავშირებით ერთი სიტყვა არ წერია.