ეკატერინე ტიკარაძე NCDC-ის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას მის სავარაუდო შემცვლელთან ერთად ესწრება
დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გადამდგარი მინისტრის, ეკეატერინე ტიკარაძის გვერდით არჩილ თალაკვაძე გამოჩნდა. ტიკარაძის განცხადებით, მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად.ტიკარაძის განმარტებით, არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის სფეროში გამოცდილი კადრია. არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს სწორედ არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.
ეს არ არის ცნობილი, კონსულტაციები მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში თუ მექნება ინფორმაცია გავაკეთებ კომენტარს, ნებისმიერ შემთხვევაში კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანი არის რომ მისი მხრიდანაც იყოს მშვიდი, დაბალანსებული ნაბიჯები, არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი. ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ- ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაპირისპირება ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის "მწვანე პასპორტების" საკითხს მოჰყვა.