"ტატუნაშვილის მაგალითი სახეზე გვაქვს" - ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ჯარისკაცზე

14.12.21 11:20
"ტატუნაშვილის მაგალითი სახეზე გვაქვს" - ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ჯარისკაცზე

ქართველი ჯარისკაცის, მამუკა ჩხიკვაძის, გათავისუფლების საქმეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც ჩართულია. მედიკოსმა ცხინვალის რეჟიმის სისასტიკე საკუთარ თავზე იწვნია და შიშობს, რომ შესაძლოა, დეფაქტო ხელისუფლებამ ყოფილ ძალოვანზე ტატუნაშვილის მსგავსად შური იძიოს. 

საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. პირველ რიგში რასაც არკვევენ ე.წ. ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ტყვედ რომ აჰყავთ, სამხედრო არის, თუ არა და მონაწილეობდა თუ არა საომარ მოქმედებებში. და ეს უკვე მათთვის, შეიძლება ითქვას, ე.წ. წითელი ხაზია, როდესაც უკვე შენდობა არ აქვთ, ტატუნაშვილის მაგალითი სახეზე გვაქვს. ალბათ, ჩვენ მოქალაქისთვის, ჩხიკვაძისთისაც საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ, რომ ყოფილი ძალოვანია, - ამბობს გაფრინდაშვილი. 

 35 წლის მამუკა ჩხიკვაძე რუსმა ოკუპანტებმა  სოფელ ნიქოზიდან 4 დღის წინ გაიტაცეს. ოჯახი ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმშია.

გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჩხიკვაძის საქმეზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დააანონსა. სხდომა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი ესწრებოდნენ, შედგა, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უცნობია. საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ქართველ მძევალთან დაკავშირებით ერთი სიტყვა არ წერია. 

მსგავსი სიახლეები