ხმაური ქობულეთის საკრებულოში - პოლიციამ არჩეულ დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა
ხმაური ქობულეთის საკრებულოში - ტერიტორიას კრიმინალური პოლიცია აკონტროლებს. შენობაში შესვლის უფლებას პოლიცია არჩეულ დეპუტატებს არ აძლევს. ოპოზიცია ბიუროს სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, გომელაურის უწყებამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა.
პოლიციის გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური, დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
პოლიციელები მოჰყავთ 10 და 12 საკრებულოს წევრის შესაკავებლად, რომ არ გადაადგილდნენ შენობაში. აგონიაში არიან, ამიტომ ჩვენ მიშას თავისუფლებასაც მივაღწევთ, ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელებიც დაისჯებიან და რიგგარეშე არჩევნებსაც მივაღწევთ, - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
შენობასთამნ დაწყებული ხმაური საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე დეპუტატმა შესვლა მაინც შეძლო. "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "სამარცხვინო" უწოდა, რის შემდეგაც ქალი შეუძლოდ გახდა.