მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილის საკვების 80% იყრება ნაგავში - ადვოკატი

14.12.21 13:36
მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილის საკვების  80% იყრება ნაგავში - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის მიწოდებული საკვების 80% ნაგავში იყრება, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის. 

ორივე კონსილიუმის მიმართ გვსურს ჩვენი პატივისცემა და ნდობა გამოვხატოთ. მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, 80% საკვების იყრება ნაგავში, რადგან მისი ორგანიზმი იყრება ნაგავში. სააკაშვილის ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად არ არის. 

გაგვიხარდებოდა, რომ ექიმის განცხადება სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიმართლე იყოს. 

​უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი კარგად არ არის და ვერ იქნება, ვინაიდან, იმ არაადამიანური მოპყრობის და წამების შემდეგ, რაც სააკაშვილმა გაიარა,  რეაბილიტაციის პროცესი არ იქნება მარტივი და მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკმაოდ ფუნდამენტური პრობლემები აქვს"- თქვა ადვოკატმა. 

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე  აცხადებს, რომ "სააკაშვილმა უკვე დაასრულა ე.წ. რეფიდინგის (საკვების ხელახალი მიღების) მთელი პროგრამა და შესაბამის კალორაჟს იღებს". 

ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძემ კი გუშინ განაცხადა, რომ 14 დეკემბრიდან სააკაშვილთან მიმართებით  კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება. 

მანამდე კვებაში გარკვეულ პროდუქტებს ვზღუდავდით, ხვალიდან იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე. კვებას ითვისებს ნამდვილად კარგად, იმიტომ, რომ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა , ცილა, მისი მაჩვენებელი ნორმაშია“, - თქვა ელენე გიორგაძემ.