ქმარმა ხანჯალი ჩამარტყა, ავტომობილით მათრია - სასტიკი დანაშაული თბილისში
38 წლის მონიკა პაპაშვილი "ტვ პირველთან" დუმილს არღვევს და ქმრის მიერ სავარაუდო ძალადობის შემზარავ დეტალებს ყვება.
მისი თქმით, 31 წლის ვალერიან ჩომახაშვილიმა მას მუცელში ხანჯალიც კი ჩაარტყა, ერთ-ერთი მორიგი ძალადობის შედეგად კი მუცელი მოეშალა:
სამსახურიდან მისულს განმიცხადა, რომ არ მესვა ტუჩსაცხი და პირდაპირ ცემაზე გადავიდა. შუბლის ძვალისა და ცხვირის ძვალი მაქვს გატეხილი, ქვედა ყბის ძვალი მაქვს გატეხილი. მუცელში ხანჯალი მაქვს ჩარტყმული. მთელი სხეული დალურჯებული მქონდა.
ორსულობის ბოლო დღეს, 6 ოქტომბერს, სახლში უსიამოვნება მოხდა, სახლიდან გავედი თუმცა ავტომობილით გამომეკიდა, ძალის გამოყენებით ჩამსვა მანქანაში, მუშტებს თავში მირტყამდა. შუქნიშანთან რომ გააჩერა, ჩამოვედი ავტომობილიდან, რა დროსაც გაზს დააჭირა და "მანქანით" გამათრია. მეორე დღეს ბავშვი დავკარგე"- აცხადებს ახალგაზრდა ქალი.
მისი თქმით, ვალერიან ჩომახაშვილის მიერ მიყენებული ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები პოლიციამ არ მიიღო.
მონიკა პაპაშვილის უფლებადამცველი კი აცხადებს, ადვოკატი ავთანდილ ტყებუჩავა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის შეურაცხყოფას აყენებდა და მისი ცხოვრების ინტიმური დეტალებით ინტერესდებოდა.
მონიკას პირად ცხოვრებას განიხილავდა, როგორიცაა აბორტების თემა, სქესობრივი კავშირების ოდენობა და სხვა ინტიმური საკითხები, რომელიც აბსოლუტურად შემხებლობაში არ იყო განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. ვგმობ ასეთ საქციელს და მიმაჩნია, რომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ აუცილებლად უნდა დადოს შედეგი"- ამბობს პაპაშვილის ადვოკატი.
სავარაუდო ძალადობის საქმეხე დაკსვნითი სხდომა დღეს ჩატარდა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ვალერიან ჩომახაშვილი უმძიმეს ბრალდებებში გაამართლა და სხდომათა დარბაზიდან გაუშვა.