სისხლიანი დაპირისპირება წეროვანში - დაჭრილია სამი პირი
სროლის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ წეროვანში - არსებული ინფორმაცით, დევნილთა დასახლებაში 3 პირი, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.