სისხლიანი გარჩევა ბიზნესინტერესების გამო - წეროვანში მომხდარი დაჭრის დეტალები
სროლა და სისხლიანი გარჩევა წეროვანში - "ტვ პირველმა" დევნილთა დასახლებაში მომხდარის დეტალები გაარკვია.
ერთ-ერთი ვერსიით, მეზობლებს შორის კონფლიქტი და ხელჩართული ჩხუბი შორის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.
ირკვევა, რომ დაჭრილია ორი ძმა და მათი მეგობარი, ბრალდებული კი ადგილობრივი ბიზნესმენი გაგა მამისაშვილია. ირკვევა, რომ ძმებიც თონეს ამუშავებდნენ, რაც მამისაშვილის გაღიზიანებას იწვევდა. მეტიც არსებული ინფორმაციით, ამის გამო მან ძმებს ავტომობილიც კი დაუმტვრია.
რაც შეეხება სროლას, ადგილობრივებმა 6 გასროლის ხმა გაგეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარს წინ დილით, ხელჩართული ჩხუბი უძღოდა.