სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესმენებს შორის - 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული გაიქცა

16.12.21 14:47
სისხლიანი დაპირისპირება ბიზნესმენებს შორის - 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული გაიქცა

სამი ადამიანის დაჭაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს - სისხლიანი გარჩევის მთავარმა ფიგურატმა სავარაუდოდ, წეროვანი დატოვა.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, მათ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდათ. მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. ცეცხლნასროლი ჭრილობები დაზარალებულებს მუცლისა და ფეხის არეში აქვთ მიყენებული. 

"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილები არიან ძმები მეტრეველები, რომლებსაც ადგილობრივ ბიზნესმენთან, გაგა მამისაშვილთან, უთანხმოება ჰქონდათ. 

ირკვევა, რომ დევნილთა დასახლებაში მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი ერთი წლის წინ დაიწყო, რომელიც გუშინ სროლით და სისხლიანი გარჩევით დასრულდა. მომხდარზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით,  კონფლიქტი და ხელჩართული ჩხუბი თანასოფლელბს შორის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები