საქართველოში დღეიდან ღამის კლუბები იხსნება
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში დღეს ფუნქციონირებას ღამის კლუბები განაახლებენ. კოვიდრეგულაციების თანახმად, კლუბში შესვლას მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირები შეძლებენ. ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედებს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც.
სწრაფი ტესტის საფუძველზე მოქალაქეები ღამის კლუბში შესვლას ვერ შეძლებენ.