მკვლელობა გუდაურში - ნაფიცი მსაჯულები განაჩენზე 24 საათზე მეტია, მსჯელობენ

17.12.21 11:04
მკვლელობა გუდაურში - ნაფიცი მსაჯულები განაჩენზე 24 საათზე მეტია, მსჯელობენ

მკვლელობა გუდაურში - ნაფიცი მსაჯულების ჯგუფმა განაჩენის გამოტანა ამ დრომდე ვერ შეძლო. მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ წუთებშიც არ დასრულებულა. 

ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს მთელი ამ დროის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. ოჯახის წევრებს გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ჩვენ მსაჯულებს ვეუბნებით, რომ დაუჯერებ ვიდეოკამერის ჩანაწერებს, სადაც მერაბ კობიაშვილი ახორციელებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხებში და შემდეგ იარაღს სწევს დაბლა და ჩვენ მსაჯულებს ვურჩევთ, რომ იხელმძღვანელონ მოწმეთა ჩვენებებითაც. ციტირებები წარვუდგინეთ დასკვნით სიტყვაში, სიმართლე და არა ემოციები და სცენები არ დავუდგით. ასე რომ, ველოდებით გამამართლებელ გადაწყვეტილებას, - თქვა ადვოკატმა. 

მერაბ კობიაშვილს გუდაურში მოხდარ მკვლელობას ედავებიან. ტრაგიკული შემთხვევა 2020 წლის თებერვალში მოხდა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები