რეკეტი ტაქსის მძღოლებზე - დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ტაქსის მძღოლების რეკეტის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო განაჩენის მოლოდინში არიან. დაკავებულ 9 პირს გამოძიება ე.წ. "ქურდული ობშიაკის" შეგროვებას, იძულებასა და კრიმინალური სამყაროს წევრობის მუხლებს ედავება.
საქალაქო სასამართლოში პროცესი ერთ საათში დაიწყება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
8 ტომიანი საქმის მასალები ადვოკატებს უკვე გადაეცათ. უფლებდამცველების ნაწილი ვარაუდობს, რომ 9-ვე ბრალდებულს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი პატიმრობას მიუსჯის, რადგან საქმის მასალებში ფაქტის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულებაა.
დაკავებულების მიმართ მთავარ მტკიცებულებას დაზარალებული ტაქსის მძღოლის ჩვენება წარმოადგენს.
დაკავებულები ტაქსის მძღოლებს ყოველთვიურად 300 ლარის შეტანას ე.წ. ქურდულ საერთოში შეტანას აიძულებდნენ. 9 პირი თურქეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ირაკლი ყალიჩავას, სახელით მოქმედებდა.