გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

17.12.21 12:27
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული  ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს.  გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე მათგანმა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მსგავსი სიახლეები