ირაკლი ოქრუაშვილმა ,,რუსთავი 2"-სთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო

17.12.21 13:26
ირაკლი ოქრუაშვილმა ,,რუსთავი 2"-სთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო

ირაკლი ოქრუაშვილმა ,,რუსთავის 2" -თვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ტელევიზია მას ეკუთვნოდა, ქიბარ ხალვაში კი ფიქტიური მფლობელი იყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, მან ქიბარ ხალბვაშს 6 მილიონი დოლარი ასესხა, რის სანაცვლოდაც ამჟამად უკვე ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტელევიზიის ფიქტიურ მფლობელად დაარეგისტრირა, თუმცა მართვის სადავეები მის ხელში იყო. 

სამართლებრივი დავა ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა მხოლოდ დღეს განახლდა. 

ოქრუაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში ტელევიიზიის ფიქტიურ მფლობელობას ადასტურებს. ხელმოწერა 3 ექსპერტიზით დასტურდება. 

ქიბარ ხალვაშის უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ყალბია და რეალურად არანაირ ხელშეკრულების გაფორმებას ადგილი არ ჰქონია.

ამ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არსებობს, ამაზე არაერთხელ განვაცხადეთ, მართალია, მხარემ წარადგინა რამდენიმე საექსპერტო დასკვნა, რომელიც, ჩვენი აზრით, არ არის სათანადოდ დამტკიცებული, ამიტომ მოსარჩელე მხარემ დააყენა დამატებითი ექსპერტიზის შუამდგომლობა. 

ოქრუაშვილს ფული არ უსესხებია ხალვაშისთვის - განაცხადა პაატა სალიამ

მომდევნო სასამართლო სხდომა 9 თებერვალს არის ჩანიშნული.

 

 

 

მსგავსი სიახლეები