1 დაღუპული და 8 მძიმედ დაშავებული მუშა რკინის საამქროში - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან
პირველი ფოტოები მაღალმთიანი ხარაგაულიდან, სადაც რკინის საამქროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი მძიმედ დაშავდა. საამქროს საყრდენი ბოძი დღეს დილით ჩამოინგრა და მთელი გადახურვა ჩამოიშალა.
რკინის ძელების ქვეშ მუშები მოყვნენ. სოფელ ვერტყვიჭალაში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
რკინის საამქრო, სადაც ტრაგედია დატრიალდა, იმ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ჩქაროსნულ მაგისტრალს აშენებს.