"თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს

22.12.21 15:49
"თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 პირი გაათავისუფლეს

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 პირი -  23 წლის ალიკა ალაზოვი, 29 წლის გიორგი ელიზბარაშვილი და 29 წლის გიორგი ოძელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლა. 

მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები "თბილისი პრაიდის", "სირცხვილიასა" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებს" თავს დაესხნენ.

ამავე დღეს ორკებმა "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავა  11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.  

ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 

მსგავსი სიახლეები