"ძირულასა" და "მარელისში" სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

22.12.21 15:57
"ძირულასა" და "მარელისში" სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

ძაბვის გათიშვის გამო რკინიგზის სადგურებზე, "ძირულა" და "მარელისი", მატარებლების გადაადგილება შეფერხდა. 

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, თუმცა, უამინდობის გამო აღდგენითი სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს:

ძვირფასო მგზავრებო, უღელტეხილის მონაკვეთზე უამინდობის გამო, ენერგო პრო ჯორჯიას სადგურ ძირულასა და მარელისში ძაბვა გაითიშა, რის გამოც საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეფერხდა #802, #870, #873 და #803 სამგზავრო მატარებლების მოძრაობა.
აქედან #802 და #873 უკვე დაიძრა და დანარჩენი ორი მატარებელი უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზა, მიუხედავად ელექტროენერგიის შეფერხებებით მიწოდებისა, ავარიულ რეჟიმში აგრძელებს მატარებლების გადაადგილებას.
სწორედ ამიტომ, შესაძლოა, მოძრავ მატარებლებს შეფერხებები კიდევ ჰქონდეთ. არსებული ინფორმაციით, ავარია უხვმა თოვლმა გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.