არ არის გამორიცხული, მეოთხე დოზა გახდეს საჭირო ,,ომიკრონისგან" დასაცავად - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძე, პროგნოზირებს, რომ ,,ომიკრონის" გავრცელება საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. იმნაძეს ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს ინგლისისა და ნორვეგიის მაგალითი აძლევს.
პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ,,ომიკრონთან" საბრძოლველად ვაქცინის მესამე და მეოთხე დოზა საჭორო გახდება.
ამ ეტაპზე, რაც ,,ომიკნრონზე" ვიცით, არის ჯერჯერობით ის, რომ სწრაფად ვრცელდება.
ომიკრონი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი, ,,დელტა" ვარიანტი. შესაძლოა, უამრავი ადამიანი ერთად გახდეს ავად, იგივე ბრიტანეთის და ნორვეგიის მაგალითი ავიღოთ, სადაც ,,ომიკრონი" სწრაფად გავრცელდა.
არის მეორე, რაც ახასიათებს ვირუსს - სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ რა იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები, ჯერ არავინ იცის.
ჩვენთან პიკის დროს სამედიცინო სექტორმა 60 ათასიან გადატვირთვას გაუძლო მხოლოდ, ომიკრონის შემთთხვევაში 100-200 ათას პაციენტს ველოდებით.
ჩვენთან აცრილების რაოდენობა პროცენტულად გაცილებით მცირეა, ვიდრე ინგლისში, ან ნორვეგიაში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
დღეს არსებული ვაქცინის 2 დოზა არ არის საკმარისი, რომ დაგვიცვას ,,ომიკრონისან", ამიტომ საჭიროა მესამე და არ არის გამორიცხული, მეოთე დოზა გახდეს საჭირო - განაცხადა პაატა იმნაძემ.