მკვლელობა ვარკეთილში - ქმარმა ორსულ ცოლს ყელი 1 წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა

22.12.21 20:13
მკვლელობა ვარკეთილში - ქმარმა ორსულ ცოლს ყელი 1 წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა

მკვლელობა ვარკეთილში - "პირველების" ინფორმაციით, ტრაგედიას წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღვოდა, რის შემდეგაც ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა. 

 შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე  მიმდინარეობს. დაკითხვების სერიაა ვარკეთილის პოლიციაშიც.

მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს საუბარი უჭირთ. 

საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში ცოტა ხნის წინ მოხდა. 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. მან მეუღლეს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა. გზირიშვილი პოლიციამ მალევე დააკავა, რომელიც ბრალს აღიარებს. 

მსგავსი სიახლეები