ტრაგედია ხარაგაულში -,,ტვ პირველმა" სოფელ ვეტყვიჭალაში მომხდარის დეტალები გაარკვია
ტრაგედია ხარაგაულში. ტვ პირველმა სოფელ ვერტვიჭალაში მომხდარი შემთხვევის დეტალები გაარკვია.
რკინის საამქროს ნგრევის შედედგად გარდაცვლილი 55 წლის საქართველოს მოქალაქეა. სამაშველო ოპერაცია ტრაგედიის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რკინის უზარამაზარი კონტრუქციის ქვეშ 30 ადამიანი მოჰყვა.
გამოძიება უკვე დაწყებულია. წინასაწარი ინფრომაციით, რკინის კონსტრუქციის აგება სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა, მეტალის სახურავი მსუბუქ საყრდენებზე იდგა და საყრდენმა ძელებმა დაწოლას ვერ გაუძლო.
ტვ პირველის ინფორმაციით, გზის მშენებელი კომპანია სკანდალში პირველად არ ეხევევა. მის წინააღმდეგ ობიექტზე დასაქმებულების ბევრი საჩივარი არსებობს, რომლებიც უმძიმეს სამუშაო პირობებზე საუბრობენ.
დაშავებულები ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ნაწილს ნეკნები აქვს დამტვრეული, ნაწილს დაზიანებები სხეულზე, რამდენიმეს კი თავის ტრამვა აღენიშნება. ამ ეტაპზე ყველას მდგომარეობა სტაბილურია.