ღამის კლუბების წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს
პრემიერმა პირობა გატეხა - ღამის კლუბები ისევ არ გაიხსნება. დაწესებულებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. მათი თქმით, გაუგებარია რატომ ვრცელდება შეზღუდვები მხოლოდ ღამის კლუბებზე მაშინ, როდესაც სხვა დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ივენთებს მაინც გამართავენ.
ღამის კლუბების არ გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო მიიღო.