სასტიკი მკვლელობა ვარკეთილში - 23 წლის ორსული ქალის ცხედარი სახლში გადაასვენეს

23.12.21 11:01
სასტიკი მკვლელობა ვარკეთილში - 23 წლის ორსული  ქალის ცხედარი სახლში გადაასვენეს

სასტიკი მკვლელობის მხვერპლი, სავარაუდოდ მეუღლის მიერ მოკლული 23 წლის ქეთა კეპულაძის ცხედარი პროზექტურიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. გუშინ ღამე ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხვების სერია ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში ამ წუთას მიმდინარეობს. ქალის მკვლელობის მიზეზი  სავარაუდოდ ფინანსური პრობლემების გამო მეუღლესთან დაწყებული კონფლიქტი გახდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის მეუღლე, გოგა გზირიშვილი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. გზირიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ. მოკლულის ოჯახი დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

"პირველების" ინფორმაციით, ტრაგედიას წინ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა. 

საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. მან მეუღლეს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა. გზირიშვილი პოლიციამ მალევე დააკავა. მოკლულის ქმარი ბრალს აღიარებს.