7 ნოემბრის საქმე- სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ემპათიას" დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო

23.12.21 12:25
7 ნოემბრის საქმე- სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით  „ემპათიას" დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთო

7 ნოემბრის საქმე -  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიას" და სახალხო დამცველის დასკვნები საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო.

ადვოკატების მიერ დაყენებულ ამ შუამდგომლობას  ბრალდების მხარის პროტესტი მოჰყვა. შოთაძის უწყების წარმომადგენელთა მტკიცებით, დასკვნებს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

"ტვ პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ დაცვის მხარეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მტკიცებულების სახით დართვაზე უარი უთხრა და ის როგორც ცნობა, ისე მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.