ქმარმა თავად დარეკა 112-ში - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ვარკეთილში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია. თვითმხილველები "პირველებთან" ჰყვებიან, რომ 23 წლის ქეთა კეპულაძის მკვლელობისთვის ბრალდებული, მისი მეუღლე, გოგა გზირიშვილი პოლიციელებს თავად ჩაბარდა. მეზობლების თქმით, გზირიშვილმა 112-ში დარეკა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გზირიშვილი მისივე შეტყობინების საფუძველზე დააკავა.
დედა შევიდა მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ გამოეყვანა ბავშვი, უცებ მოკიდა ბავშვს ხელი და გამოვიდა. გამოვიდა ის ბიჭი თვითონვე დარეკა 112-ში და დაურეკა პოლიციელებს და თვითონ ჩაბარდა", - ამბობს მეზობელი.
მეზობლები "პირველებთან" ყვებიან, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.
გზირიშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მოკლულის ოჯახი დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. მან მეუღლეს სამზარეულოს დანით ყელი გამოჭრა.