ხმაური დიდ დიღომში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
ხმაურია ამ წუთებში დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე - მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე წლებია, რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ, თუმცა ამის ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაცია დახურული ტიპის სტადიონის მშენებლობას იწყებს.
მოსახლეობას მერიის სახლზე გასაჩივრების ოქმიც ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა რამდენიმე საათის წინ ადგილზე ტექნიკა გამოჩნდა და ტერიტორია რკინის კონსტრუქციებით შემოღობა.
ადგილობრივები დილიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოჩენას ელოდებიან, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა. ადგილზე გომელაურის უწყების თანამშრომლების უპრეცენდენტო მობილიზებაა.