საპატრიარქოს გვერდზე "ბოტების" შეტევა მიმდინარეობს - საპატრიარქოს განცხადება

23.12.21 15:52
საპატრიარქოს გვერდზე "ბოტების" შეტევა მიმდინარეობს - საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქოს მედია-რესურსზე "ბოტების" შეტევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ინფორმაციული შეტევა საპატრიარქოს მედია-რესურსზე.
ასამდე ყალბი პროფილი ამჯერად იმ განცხადების ქვეშ გამოჩნდა, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია საეჭვო წარმომავლობის მქონე სასულიერო პირის შესახებ.
 როგორც ჩანს, ფაქტებით დადასტურებული და ავთენტური ინფორმაცია გარკვეული ჯგუფებისთვის გამაღიზიანებელია. 
 ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები