7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს დარბევის ინსტრუქციები არ გაუცია - ადვოკატი
7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილს დარბევის ინსტრუქციები არ გაუცია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მიერ სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრებით, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს, პრეზიდენტ საააკაშვილის ბრალეულობა არ დასტურდება.
ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბერს საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა და აქციის დაშლამდე იყო მოწოდებებიც.
აქციის დაშლამდე იყო მოწოდებებიც და არა ისე, გახარია რომ იძახდა, "ფეიბუქზე" დავპოსტეთო. ხალხისთვის გასაგებ ენაზე გაკეთდა განცხადებები. მეორე, ხალხის რაოდენობა რუსთაველის ტერიტორიას ვერ კეტავდა. მეასამე - ხალხს მიეცა დრო, დაეტოვებინათ ტერიტორია. რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით ერთი კადრიც არ ყოფილა"- განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, რატომ ურეკავდა მიხეილ სააკაშვილი დარბევის დღეს იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ადვოკატმა განაცხადა, რომ საუბრის შინაარსი დადგენილი არ არის:
არის შემთხვევები, როდესაც ნებისმიერი თქვენგანი დღის მანძილზე 5-ჯერ, 10-ჯერ მირეკავს, ვინმეს შეუძლია მხოლოდ იმის გამო, რომ ზარებია, დააადგინოს, რაზე ვისაუბრეთ? მსგავსი რამ რომ იყოს წარმოდგენილი, პროკურატურა ვარაუდებზე კი არ ისაუბრებდნენ, დემონსტრირებას მოახდენდნენ“, - განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, დღეს ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს და 2007 წლის 7 ნოემბრის ვიდეოჩანაწერი აჩვენეს.
მომდევნო სხდომა 24 იანვარს, 12 საათზე გაიმართება, სადაც დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს უპასუხებს.