7 ნოემბერს სააკაშვილს უწყვეტი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მერაბიშვილთან, იყო საქმის კურსში - პროკურორი

23.12.21 16:14
7 ნოემბერს სააკაშვილს უწყვეტი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მერაბიშვილთან, იყო საქმის კურსში - პროკურორი

7 ნოემბრის საქმე - პროკურორ ჯარჯი წიკლაურის რწმუნებით, პროცესზე მათ მიერ წარდგენილი ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს სადამსჯელო ღონისძიება დაიგეგმა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს.

შვიდ ნოემბერს მთელი დღის მანძილზე, როდესაც ეს სადამსჯელო ღონისძიება ტარდებოდა, მიხეილ სააკაშვილს უწყვეტი სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მერაბიშვილთან, ისე სხვა ძალოვანებთან. იგი უწყვეტად იყო საქმის კურსში.

მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა ძალადობის ორგანიზატორები მათზე დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. დოკუმენტები არსებობს, დაჯილდოვების საფუძველი პირდაპირ წერია დოკუმენტებში, რომ კონკრეტულ ხელმძღვანელებს ძალოვნებისა შესწევთ უნარი, დარაზმონ პირადი შემადგენლობა დავალების შესასრულებლად. დავალება რა იყო, დღეს ვიხილეთ კადრებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ცემა ხელკეტებით“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.