როკის გვირაბთან ზვავში მოყოლილი კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

23.12.21 16:26
როკის გვირაბთან  ზვავში მოყოლილი კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ, აცამაზ ბესტაუთიმ აცნობა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების 5 სამხედრო როკის გვირაბთან ჩამოწოლილ ზვავში 21 დეკემბერს, საღამოს მოყვა. შედეგად 2 რუსი სამხედრო გარდაიცვალა.კიდევ ორი გადარჩენილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ზვავი როკის გვირაბის სიახლოვეს 21 დეკემბერს  ჩამოწვა და სამხედრო ყაზარმები მოიყოლა. 

მსგავსი სიახლეები