,,ომიკრონმა" ქვეყანაში ცირკულირება დაიწყო, დაფიქსირდა 5 ახალი ფაქტი - ამირან გამყრელიძე

23.12.21 18:40
,,ომიკრონმა" ქვეყანაში ცირკულირება დაიწყო, დაფიქსირდა 5 ახალი ფაქტი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ,,ომიკრონის" ვარიანტის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ამირან გამყრელიძემ ,,პირველი არხის" ეთერში განაცხადა, ფაქტი ლუგარის ლაბორატორიის კვლევით დადასატურდა.

დაემატა კიდევ ხუთი შემთხვევა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა. სულ დადასტურებულია 29 შემთხვევა, თუმცა ალბათ გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას, ეს ეჭვები უფრო გახშირდა ბოლო დღეებში. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იქნას, რომ იყოს „ომიკრონი“ და შემდეგ უკვე ხდება გადამოწმება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ შემთხვვების დაახლოებით 50 პროცენტში ვადასტურდებ, რომ არის „ომიკრონის“ შტამი.

ფაქტობრივად მან დაიწყო ცირკულირება ქვეყანაში და როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი.  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ,,ომიკრონი" პაციენტებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, რადგან მხოლოდ ერთ  მათგანს დასჭირდა სტაციონარში მკურნალობა.

მსგავსი სიახლეები