დიდთოვლობა გურიაში - რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

23.12.21 18:49
დიდთოვლობა გურიაში - რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

გურიაში დიდთოვლობაა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის გარე სამყაროს მოწყვეტილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სურები და ზოტი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სურების მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო და ტექნიკა მალე გავა ზოტის მიმართულებით. ამ დროისთვის სოფელთან მისასვლელი გზები გაწმენდილია ოზურგეთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, თუმცა, პრობლემაა ელექტრომომარაგების კუთხით. სოფლების დიდი ნაწილი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უშუქოდაა დარჩენილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ელენერგიის გარეშეა ზოტის, ბახმაროს, ნაბეღლავისა და სურების ადმინისტრაციული ერთეულები. ოზურგეთში ენერგია არ მიეწოდება  სოფლებს: ძიმითს, ვაკიჯვარს, ჯუმათს, დვაბზუსა და მიმდებარე ტერიტორიებს, ხოლო ლანჩხუტში აცანასა და მამათს.

სამივე მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშოები, მოსულმა თოვლმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს, ელ.ექტრო მოამარაგება აღუდგინოს ყველა აბონენტს, - აღნიშნავენ კომპანია ,,ენერგოპრო ჯორჯიაში“

მსგავსი სიახლეები