1 ლარი და 50 თეთრი სოციალურად დაუცველთა ყოველდღიური კვებისთვის - თბილისის მერის ახალი გეგმა

23.12.21 20:21
1 ლარი და 50 თეთრი სოციალურად დაუცველთა ყოველდღიური კვებისთვის - თბილისის მერის ახალი გეგმა

თვეში ერთხელ მხოლოდ 300 გრამი საქონლის და 200 გრამი ქათმის ხორცი - თბილისი მერია სოციალურად დაუცველებისთვის მომავალი, 2022,  წლიდან ბიუჯეტიდან ყოველდღიურად 1 ლარსა და 50 თეთრს დახარჯავს. 

თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ერთი ლარი 50 თეთრი მხოლოდ კვებაზე არ დაიხარჯა, ამ თანხაში შედის კომპანიიის მოგება, უფასო სასადილოების თანაშმრომლების ხელფასი, კომუნალური ხარჯები და ფართის იჯარის ღირებულება. საბოლოოდ, სადილის მოსამზადებლად ტენდერში გამარჯვებულ კოპანიას ერთ ლარზე უფრო ნაკლები რჩება სოციალურად დაუცველთა კვებისთვის.

ერთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს კვირაში ორი დღე ექნება ხორცის ულუფა, ოღონდ სიმბოლური ნორმები. ქათამი 75 გრამი და 50 გრამი საქონლის ხორცი. ის, ვინც სატენდერო დოკუმენტაცია უკვე ნახა, ამბობს რომ კალაძე ხალხს უბრალოდ დასცინის. 

კვირაში 10 გრამ ქიშმიშსა და ქერის ფაფას მიიღებენ უფასო სასადილოების ბენეფიციარები. კალორიულობა თითქოს დათვლილია და ნორმაში ჯდება, თუმცა სპეციალისტები, ვინც მენიუ და ფასები შეადარა, ამბობენ, რომ კომპანიას საკვების ხარისხის გაფუჯება მოუწევს,  რადგან ლარ ნახევრად ერთი ადამიანის გამოკვება  უბრალოდ წარმოუდგენელია.

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე, აცხადებს, რომ პროდუქტებზე ფასების ასეთი მატების ფონზე შეუზლებელია, სოციალურად დაუცველებს ნორმალური კვების საშუალება მიეცეთ.

ერთ ბენეფიციარზე ერთი დღე ლარი და 50 თეთრი წარმოუდგენელია. რა პროცენტიტაც გფასები გაიზარდა პროდუქტებზე, იმ პროცენტით არ გაზრდილა ბენეფიციარების კვების თანხა, მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს, რომ ნორმალური საკვები ჰქონდეს სოციალურად დაუცველს. - აცხადებს ბესო დონაძე.