5 ივლისის საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს მირანდა ბაღათრიას დაკითხავენ

24.12.21 11:40
5 ივლისის საქმე - საქალაქო სასამართლოში დღეს მირანდა ბაღათრიას დაკითხავენ

5 ივლისის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას დაკითხვა იწყება. სწორედ ბაღათურიაა ის ჟურნალისტი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის მსხვერპლი ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთად გახდა.  ჟურნალისტმა სასამართლოს დღეს "სირცხვილიას" ოფისში მომხდარის თავდასხმის დეტალები უნდა მოუყვეს.

ჩემთვის დღეს არის ყველაზე მძიმე დღე, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უნდა შევხედო თვალებში და შეიძლება ითქვას, რომ 5 ივლისი დღეს ფაქტობრივად, თავიდან უნდა გავიარო. ეს მაისური, რომელიც დღეს მაცვია, ერთადერხელ მეცვა, როცა ლექსო დაკრძალეს. ვცდილობდი, რომ ეს ტრაგედია ჩემთვის დამეტოვებინა, თუმცა დღეს მართლა საგანგებო მისიით ჩავიცვი, რომ როდესაც შევალ ჩემთან ერთად ამ ადამიანებმა უყურონ ლექსოსაც და როდესაც მოვყვები და გავახსენებ რა ჩაიდინეს, მეც მიყურონ და იმ შედეგსაც უყურონ რაც დააყენეს 5 ივლისს, - თქვა ბაღათურიამ.

5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში პუტინისტური, რადიკალური ძალაოდრბივი ჯგუფის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას და ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას.