ცოლის მკვლელობა შვილის თანდასწრებით - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

24.12.21 15:05
ცოლის მკვლელობა შვილის თანდასწრებით - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორსული, 22 წლის მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს გოგა გზირიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმნენ. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა  გზირიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით  მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება 23 დეკემბერს წარუდგინა. 

გამოძიებით დგინდება, რომ 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა  დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს.