ხმაური 5 ივლისის საქმის პროცესზე - მოსამართლე ადვოკატებს დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა
უკვე 4 საათია, რაც ტვ პირველის ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე ჰკითხავენ. საქმე ეხება "სირცხვილიას" ოფისში მომხდარ ეპიზოდს, სადაც ბაღათურიას და მის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას მოძალაადები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პროცესზე მოძალადეების ადვოკატი დაინტერესდა, როგორ ეჯაჯგურებოდა ჟურნალისტს ყველა მოძალადე ერთდროულად. ადვოკატების რეპლიკებს მოსამართლის საყვედურების სერია მოჰყვა.
ადვოკატების სტანდარტებს არ შეესაბამება, სცენების დადგმა არ გინდათ, ძალიან გთხოვთ, გააკონტროლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათალისწინებულ ზომებს გამოვიყენებ. შეპასუხება არ მჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსგავსი განმეორდება სხდომის დარბაზის დატოვება მოგიწევთ. კითხვა დასვით ახლა დაზარალებულთან მიართებაში კორექტულ ფარგლებში, - თქვა მოსამართლე ნინო ელიაშვილმა.