ბავშვთა წამება ნინოწმინდის პანსიონში - ყოფილი აღსაზრდელი გამაოგნებელ ისტორიებს ყვება
უმწეო ბავშვების წამება - სახალხო დამცველის შოკის მომგვრელი დასკვნის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" ნინოწმინდის ბავშვთა პანიონის ყოფილი აღსაზრდელი ჩაწერა.
"პანსიონში ყოველთვის ვლოცულობდი, ეს დღე კარგად დასრულებულიყო"- ასე დაიწყო ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასთან საუბარი ნანამ, რომელიც 8 წლის იყო, როცა პანსიონში დატოვეს.
მან პანსიონში და-ძმებთან ერთად წლების განმავლობაში იცხოვრა. ამბობს, რომ 19 წლამდე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი თავადაც იყო.
მისი თქმით, ყოველდღე უყურებდა, როგორც სცემდნენ აღმზრდელები არასრულწლოვნებს, როგორ აშიმშილებდნენ, აბულინგებდნენ, სკამებზე აბამდნენ და საკვების გარეშე ტოვებდნენ.
ცალ ფეხზე გვაყენებდნენ, ძალიან დიდ სკამს გვაჭერინებდნენ ხელში, ძალიან დამღლელი იყო - ხელები ზევით, ერთი ფეხი ზევით... ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. აღმზრდელებს ბაკებზე უყვარდათ მოქაჩვა, იცოდნენ, რომ ძალიან მტკივნეული იყო. თუ ხმამაღლა ვიტირებდით, უფრო დაგვიმატებდნენ, იყო ასეთი შემთხვევებიც. მქონია ფიქრები, გადავხტები მეოთხე სართულიდან"- ასე აღწერს ნანა დასჯის ამ გამაოგნებელ მეთოდებს.
მისი თქმით, ყველა აღმზრდელს საკუთარი დასჯის მეთოდი ჰქონდა.
"იყო საკვების გამოტოვება, მუხლებზეც გვაყენებდნენ"- აცხადებს პანსიონის ყოფილი ბინადარი და დასძენს, რომ "იქამდე სჯიდნენ, სანამ აღმზრდელს მოუნდებოდა".
"ნოდარ მელაძის შაბათის" რესპოდენტი იხსენებს, რომ მონიტორინგის ან სტუმრის ვიზიტის დროს, ძალადობის კვალს მიზანიმართყლად მალავდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ პანსიონში არსებული უმძიმესი ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, მათ კიდებ უფრო სასტიკად დასჯიდნენ.
უშუალოდ ჩვენ კი არა აღმზრდელებიც გვიფარავდნენ (ძალადობის კვალს), რომ სტუმარს ან უშუალოდ მეუფე სპირიდონს რომ არ დაენახა ჩვენი დალურჯებები. გვაცმევდნენ ყელიან ტანისამოსს ან "პუდრით" გვიფარავდნენ"- ამბობს გოგონა ბავშვთა სახლიდან.
მისი თქმით, დასჯის შემდეგ, აღმზრლმა მას "რეიტუზი" ააფარა თვალებზე და ასე, თვალებახვეული დააძინა.
აღმზრდელების მხრიდან ბულინგი და დამცირება ხშირი იყო. ქუჩიდან მოყვანილებს გვეძახდნენ. თქვანმა მშობლებმა აქ დაგყარეს და არ აინტერესებთო" - ყვება ნანა.
მისივე თქმით, სიცელქისთვის დასჯილ გოგონებსა და ბიჭებს უტყამდნენ და ფიცრებზე აბამდნენ მაშინაც, როცა ტკივილს ვეღარ ითმენდნენ და ტიროდნენ:
თუ ხმამაღლა ვიტირებდით, დაგვიმატებდნენ. ვიტირე და მერე დამიმატეს არ უნდა მეტირა. ეს ყოველდროური იყო. კიდევ ბაკეებზე უყვარდათ მოქაჩვა. ჯოხით სცემა იყო. ყური. წელზეც დაგარტამდედ. ან ფეხზე. ხშირი იყო ეს შემთხვევები. ბულინგი და დამცირება იყო"- აღნიშნავს ის.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, იყო თუ არა სექსუალური ძალადობა, რაზეც ნანა ამბობს: "თუ იყო, ალბათ არც გამიგია... ისე გაკეთებულა, რომ არ გამიგია. ანუ იყო ისეთი მომენტები, როდესაც რაღაცა ხდება შიგნით მაგრამ ყველამ არ იცის".
სექსუალური დანაშაულის ამბავი, რომელზეც ახლა ჩვენი რესპონდენტი ყვება სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია მაგრამ დამნაშავე გამოვლენილი არაა.
სექსუალური ძალადობა იყოო მამაკაცის მხრიდან 14-15 წლის მოზარდზეაო, ასეთი ამბავი გამიგია. მამაკავი იყო იქვე მომუშავე - კაშიგარიაში მუშაობდა ის კაცი. როდესაც ეს ამბები დატრიალდა იმ ადამიანს ვუყურებდი და ვერ წარმომედგინა ვინმეზე ეძალადა" - ყვება ის.
სახალხო დამცველის ანგარიში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გამოქვეყნდდა. 40-გვერდიან დოკუმენტში დასჯის ის მეთოდებია აღწერილი, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები იყენებდნენ.
სახალხო დამცველის ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ
ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი