კორონავირუსს 33 წლის სასულიერო პირი ემსხვერპლა
კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 33 წლის ასაკში ჭყონდიდის ეპარქიის ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია) გარდაიცვალა- ინდორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სასულიერო პირი მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.