დამოუკიდებელი უწყების გაუქმება - აშშ-ს ელჩი სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო ინსპექტორი იმ ბერკეტებს განიხილავენ, რომლის მეშვეობითაც დამოუკიდებელი უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა იქნება შესაძლებელი. მათი პოზიციების შესახებ ცნობილი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება.
პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას ითხოვს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიც. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ პაკეტს გაერო შემაშფოთებელს უწოდებს.