საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევა. 2 966 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
24 საათში 42 772 ტესტი ჩატარდა. დღიურად 13 377 ადამიანი აიცრა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6,26%, ბოლო 14 დღის - 5,74%, ბოლო 7 დღის - 5,02%.