სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმე - დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს

28.12.21 16:02
სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმე - დაკავებულებმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმე - დაკავებულებმა მათთვის წარდგენილი ბრალდება აღიარეს.

საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეში ბრალდებულების, გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიასა და ზურაბ და შალვა წოწორიების აღიარებითი ჩვენებები დევს. 

ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ  სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის, წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა, რაც იყო ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სხვა პირები უკრაინაში არ იყვნენ, ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი ლორთქიფანიძის ქმედებები, თუ რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთისას",- განაცხადა ვეფხვაძემ.

რაც შეეხება მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, ოთხივე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები