ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით - საფრანგეთის ელჩი
საფრანგეთის ელჩის საქართველოში დიეგო კოლასი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას ეხმიანება. დიპლომატი ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი რეფორმები სიფრთხილით და ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისათვის საკვანძო შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპს, ჩვენ მოვუწოდებთ, რეფორმები გატარდეს ფრთხილად, ფართო კონსულტაციებით, შესაბამისი გარდამავალი პერიოდით, რათა თავიდან იქნას აცილებული გამყინავი ეფექტი თანამდებობის პირებზე, - წერს საფრანგეთის ელჩი "ტვიტერზე".
"ქართული ოცნება" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.