უვარგისი პროდუქტის რეალიზაცია - დაკავავებულია ნაგავსაყრელის 4 თანამშრომელი

29.12.21 10:39
უვარგისი პროდუქტის რეალიზაცია - დაკავავებულია ნაგავსაყრელის 4 თანამშრომელი

უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციისთვის სამართალდამცველებმა  4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნაგავსაყრელის თანამშრომლები ნაგავსაყრელიდან უვარგის პროდუქტს სისტემატიურად ყიდდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი. 

საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, აღნიშნული პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 4- დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  

მსგავსი სიახლეები