დამოუკიდებელი უწყების გადარჩენის გზები - ლონდა თოლორაია არასამთავრობო სექტორს ხვდება

29.12.21 11:06
დამოუკიდებელი უწყების გადარჩენის გზები - ლონდა თოლორაია არასამთავრობო სექტორს  ხვდება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების გადარჩენას ცდილობს. ამ წუთებში ლონდა თოლორაია  გავლენიანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" კანონპროექტს დღეს პირველის მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია ინპექტორის სამსახურის  გაუქმებას ახალ წლამდე გეგმავს და საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.