ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული კანონპროექტია - საიას თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე

29.12.21 11:12
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული კანონპროექტია - საიას თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებს დაუშვებლად მიიჩნევს. სიმონიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი არასახელმწიფოებრივი და არადემოკრატიულია. 

ის კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია, არის ანტისახელმწიფოებრივი, არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება ძირითად, საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. გუშინდელმა განხილვებმა დაადასტურა, რომ ეს კანონპროექტი მიემართება ამ ინსტიტუციის ხელში ჩაგდების მცდელობას და  ერთადერთი ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გადაყენება სწორედ იმისთის, რომ ხელისუფლებამ მისდამი ლოიალურად განწყობილი პირები დანიშნოს, - თქვა სიმონიშვილმა. 
 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" კანონპროექტს დღეს პირველის მოსმენით განიხილავს. პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

საერთაშორისო და შიდა უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მმართველი პარტია ინპექტორის სამსახურის  გაუქმებას ახალ წლამდე გეგმავს და საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს.