თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

29.12.21 15:35
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები  დასკვნით  ეტაპზეა. საქალაქო სამართლომ ,,რუსთავის 2"-ის საქმეზე მსჯელობა განაახლა. უკვე გამოკითხულია პროკურატურის მოწმეები და დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოთხოვნით, მარეგულირებელი კომისის თავმჯდომარეს  გამოკითხავენ.

კახა ბექაური მოწმეთა სიაში დაცვის მხარემ ჩასვა, რადგან ის არის პირი, ვინც 2018-19 წლებში სარეკლამო ანალიზი გააკეთა. გამოძიებას მასთან კითხვები აქვს, ნახა თუ არა მარეგულირებელმა კომისიამ დარღვევები იმ პერიოდში ტელეკომპანიის საქმიანობაში.

ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის საქმეზე დღეს მოწმის სახით იკითხება კახა ბექაური. კომუნიკაციების კომისიას აქვს შესწავლილი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი და გამოქვეყნებული აქვს ანგარიში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ბექაურის გამოკითხვა. - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა. 

ნიკა გვარამიას პროკურატურა ,,რუსთავის 2"-ის თანხების მითვისებას ედავება. სასამართლო პროცესი 2 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები