წყვდიაში მოქცეული სვანეთი - მესტიის მოსახლეობა უშუქობას აპროტესტებს

29.12.21 15:07
წყვდიაში მოქცეული სვანეთი - მესტიის მოსახლეობა უშუქობას აპროტესტებს

პროტესტი  სვანეთში - მესტიაში მოსახლეობა უშუქობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა მესტიის შესასვლელი გზა გადაკეტეს. თითქმის ერთი თვეა რეგიონი ტურისტებს ჩაბნელებული ხვდება, ამის მიზეზი კი ბიტკოინების მწარმოებელი ფერმებია.  კრიპტოვალუტის მაინერების  გამო რეგიონში ელექტომახმარება 300 პროცენტით გაიზარდა, რასაც ელექტოსადენები ვერ უძლებს და იწვება.

პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას რეაგიოერბისკენ მოუწოდებენ და დახმარებას სთხოვენ. 

ერთ-ერთი ადგილობრივის, ანა ჩართოლანის თქმით,  თითქმის ერთი თვეა მოსახლეობას ყინვასა და წყვდიადში უწევს ცხოვრება. 

ჩვენთან რეგიონში არის სრული კატასტროფა, წყვდიადი, სიბნელე, სიცივე, მინუს 18 გრადუსი, გაიყინნენ ბავშვები, ტურიზმის ფაქტობრივად მოისპო. ჩაბნელებულები ვართ ბოლო 24 საათის მანძილზე, არცერთი წამით არ მოსულა დენი, პასუხი მთავრობისგან ნული. ადგილობრივები ვითხოვთ, რომ გამოიყოს სპეცრაზმი, თუკი ეს მაინინგს ეხება და ამის ამოღების ბერკეტს ვერ პოლულობთ, მაშინ სპეცრაზმის შემოვიდეს რეგიონში, დაიარონ ეს მაინიგის ფერმები, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გავლენიანი მფარველების გამო პოლიცია ხმის ამოღებას ვერ ბედავს, თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარებიდნ ერთადერთი გამოსავალი დენზე საფასურის დადებაა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები