ტრაგედია ჟინვალში - ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა

29.12.21 16:29
ტრაგედია ჟინვალში - ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა

ტრაგედია ჟინვალში - "პირველების" ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, ჟინვალის წყალსაცავში ავტობუსი გადავარდნის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 12 წლის ბიჭია. 

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავს. 

"ტვ პირველი" მომხდარის დეტალებს არკვევს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები